Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთის ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ძალისხმევა


ბალკანეთის ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ძალისხმევა გააერთიანონ სიგარეტის კონტრაბანდასთან ბრძოლაში.

ბალკანეთის ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ძალისხმევა გააერთიანონ სიგარეტის კონტრაბანდასთან ბრძოლაში.
დღეს სერბიის პროვინცია კოსოვოს ადმინისტრაციულ ცენტრ პრიშტინაში გაიმართა ალბანეთის, ბოსნიის, ბულგარეთის, იუგოსლავიის, მაკედონიის, რუმინეთისა და ხორვატიის ფინანსთა მინისტრებისა და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა თათბირი. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, გაამკაცრონ სასაზღვრო კონტროლი და ერთმანეთს მიუსადაგონ საბაჟო დაბეგვრის სისტემები. თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის მიზეზით ბალკანეთის ქვეყნები ყოველწლიურად მილიონობით დოლარს კარგავენ.
XS
SM
MD
LG