Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოს მახლობლად დღეს საღამოს დაიღუპა


გროზნოს მახლობლად დღეს საღამოს დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა სამი რუსი მილიციონერი.

გროზნოს მახლობლად დღეს საღამოს დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა სამი რუსი მილიციონერი.
რესპუბლიკის სამხედრო კომენდატურაზე დაყრდნობით, იტარ-ტასის სააგენტო იუწყება, რომ ავტომანქანა, რომლითაც რუსი მილიციონერები ხანკალიდან გროზნოში მიემგზავრებოდნენ, ჩეჩნეთის დედაქალაქის მისადგომებთან რადიოსამართავ ნაღმზე აფეთქდა. შემდეგ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელები მიიმალნენ. კიდევ ერთი მილიციონერი მოკლეს წუხელ ჩეჩნეთის დაბა შალიში. განვლილი დღე-ღამის მანძილზე ჩეჩნეთში ექვსჯერ გაუხსნეს ცეცხლი რუსეთის ფედერალური ჯარის საგუშაგოებს. სამხედრო მოსამსახურეთაგან არავინ დაშავებულა. სოფელ კომსომოლსკოეში რუსმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლით ორი ჩეჩენი მეამბოხე მოკლეს.
XS
SM
MD
LG