Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 ადამიანი დაიღუპა და ასზე


12 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა დღეს ჩრდილოეთი ინდოეთის ქალაქ ჯაუნპურის მახლობლად მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად.

12 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა დღეს ჩრდილოეთი ინდოეთის ქალაქ ჯაუნპურის მახლობლად მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად.
ლოკომოტივი და 12 ვაგონი ლიანდაგს მაშინ ასცდა, როცა მატარებელი ხიდზე გადადიოდა. რამდენიმე ვაგონი წყალში ჩავარდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავარიის მიზეზად, როგორც ჩანს, დივერსია იქცა. ბოროტმოქმედებმა ლიანდაგების შემაერთებელი ფოლადის ფირფიტები მოიპარეს.
XS
SM
MD
LG