Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა პაკისტანის ელჩ აშრაფ ჯეჰანგირ


ინდოეთმა პაკისტანის ელჩ აშრაფ ჯეჰანგირ კაზის ერთი კვირა მისცა ინდოეთიდან გასამგზავრებლად.

ინდოეთმა პაკისტანის ელჩ აშრაფ ჯეჰანგირ კაზის ერთი კვირა მისცა ინდოეთიდან გასამგზავრებლად.
ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გამომწვევ ქაშმირის რეგიონში სამშაბათს მოწყობილი თავდასხმა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მუსლიმანმა მეამბოხეებმა განახორციელეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯასვანთ სინხის თქმით, ელჩის გაძევების მიზეზია ის გარემოება, რომ ინდოეთს ისლამაბადში ელჩი არა ჰყავს. ინდოეთმა დეკემბერში გაიწვია თავისი ელჩი პაკისტანიდან, მას შემდეგ, რაც დელიში პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმის პასუხისმგებლობა ქაშმირელ სეპარატისტებს დააკისრა. დღეს კი ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა აზიზ აჰმედ ხანმა თქვა, რომ ელჩის გაძევება მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ ქვეყანას შორის: [ხანის ხმა] ”ასეთი მოქმედება ამწვავებს დაძაბულობას, არადა საჭიროა დაძაბულობის განიმუხტვა და პაკისტანი -ინდოეთის ამ ნაბიჯის მიუხედავად, რომელმაც ჩვენ გაგვაწბილა - განაგრძობს მისწრაფებას, რომ ინდოეთთან ყველა საკითხი მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი მეთოდებით მოაგვაროს.” ინდოეთი პაკისტანს აკისრებს სამშაბათს მოწყობილი თავდასხმის პასუხისმგებლობას. თავდასხმამ 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თავდასხმა პაკისტანმაც დაგმო. დღეს კი სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა ქაშმირის საზღვრის გასწვრივ ინდოელ და პაკისტანელ სამხედროებს შორის მორიგი შეტაკების შედეგად.
XS
SM
MD
LG