Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით


თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი მომზადებულია პოტენციური ტერორისტული თავდასხმებისათვის.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი მომზადებულია პოტენციური ტერორისტული თავდასხმებისათვის.
ამ განცხადებით რუსტუ უჯელენი გამოეხმაურა აშშ-ის გაფრთხილებას, სტამბოლის აეროპორტზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც უჯელენმა აღნიშნა, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ სტამბოლის აეროპორტზე უშიშროების ზომები გაამკაცრეს - ”მიღებულია ყველანაირი უშიშროების ზომა ყველანაირი შესაძლებლობის გათვალისწინებითო”, დასძინა მან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გუშინ გამოაცხადეს, რომ მიღებული აქვთ ”დაუდასტურებელი და ფრაგმენტული ინფორმაცია”, რომლის მიხედვით თურქეთს სულ რამდენიმე დღეში ტერაქტები ემუქრება. მათგან ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრთხე ემუქრება უწინარეს ყოვლისა სტამბოლის აეროპორტს.
XS
SM
MD
LG