Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფატი თავისი


პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფატი თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია ”ფატაჰის” ლიდერებს შეხვდება

პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფატი თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია ”ფატაჰის” ლიდერებს შეხვდება
ცნობების თანახმად, შეხვედრის დღის წესრიგში არ იდგება არჩევნების საკითხი. არაფატს ნათქვამი აქვს, რომ არ გამართავს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს, ვიდრე ისრაელი არ დაიხევს პოზიციებზე, რომელიც მას 2000 წელს სამშვიდობო პროცესის შეჩერებამდე ეკავა. ისრაელის მხარის პრეს-მდივან რანაან გისინის თქმით, არაფატი თავს იმართლებს, რათა რეფორმები არ ჩაატაროს. გისინის ვარაუდით, არაფატი არ აპირებს, განახორციელოს რეფორმები, რომელთა შესახებ გასულ კვირაში გამოაცხადა. ასევე ისრაელის მხარის განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა გუშინ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში დააპატიმრეს 24 მეამბოხე. ხოლო, როგორც პალესტინელები იუწყებიან, ბანაკში ჯარისკაცების შეჭრისას 2 ბიჭუნა იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG