Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ხელმძღვანელობის განცხადებით, პალესტინის პარლამენტისა


პალესტინელთა ხელმძღვანელობის განცხადებით, პალესტინის პარლამენტისა და ავტონომიის ახალი მეთაურის არჩევნების მოსამზადებლად საჭიროა,

პალესტინელთა ხელმძღვანელობის განცხადებით, პალესტინის პარლამენტისა და ავტონომიის ახალი მეთაურის არჩევნების მოსამზადებლად საჭიროა,
სულ ცოტა, ნახევარი წელიწადი. გასულ კვირაში იასირ არაფატმა არჩევნების ჩატარების პირობა დადო. თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლის, იასირ აბედ რაბოს თქმით, უკვე დაწყებულია მზადება კენჭისყრისთვის, რომელიც, შესაძლოა, მომავალი წლის დამდეგს მოეწყოს. ამასთანავე, რაბომ გაიმეორა არაფატის განცხადება იმის თაობაზე, რომ არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიებიდან თავის ჯარს გაიყვანს. დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმაზე ისაუბრა. პერესის წინადადებით, შემცირებულ უნდა იქნეს პალესტინელთა უშიშროების ძალების რიცხობრივი შემადგენლობა, ხოლო შემდეგ უნდა შეიქმნას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო.
XS
SM
MD
LG