Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი სერბი


ბელგრადში პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი სერბი, რომელიც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადასცენ.

ბელგრადში პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი სერბი, რომელიც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადასცენ.
დაპატიმრებულს – რანკო ჩესიჩს – ბრალად ედება სამხედრო დანაშაულის ჩადენა ბოსნიელი სერბებისა და ხორვატების წინააღმდეგ ქალაქ ბრჩკოში. ჩესიჩი შედის იმ 17 ადამიანის სიაში, რომლებიც უნდა დააპამროს იუგოსლავიის ხელისუფლებამ, ვინაიდან მათ უარი თქვეს ტრიბუნალში გამოცხადებაზე. ამავე სიაში არიან ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი და გენერალი რატკო მლადიჩი.
XS
SM
MD
LG