Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ უარყო ისრაელის მტკიცება


ევროპის კომისიამ უარყო ისრაელის მტკიცება, რომ ევროპის კავშირის ფინანსურ დახმარებას

ევროპის კომისიამ უარყო ისრაელის მტკიცება, რომ ევროპის კავშირის ფინანსურ დახმარებას
პალესტინელები ტერორისტების დასაფინანსებლად იყენებენ. ევროპის კავშირის წარმომადგენელმა, გუნარ ვიგანდმა თქვა, რომ ექსპერტებმა გულმოდგინედ შეისწავლეს ისრაელის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს ისრაელის ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება. [ვიგანდის სიტყვები] ”ვერ ვიპოვეთ ამ ბრალდების დამამტკიცებელი ვერცერთი საბუთი. ამიტომ ვთხოვეთ ისრაელის ხელისუფლებას, დამატებითი დოკუმენტური მასალა მოგვაწოდონ.” ვიგანდის თქმით, გუშინ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ მიზეზის დასახელების გარეშე გააუქმა ევროპის კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელზეც დამატებითი საბუთების წარმოდგენა იყო ნავარაუდევი. ყოველთვიურად ევროპის კავშირი პალეტინელთა ხელისუფლებას 10 მილიონ ევროს გამოუყოფს.
XS
SM
MD
LG