Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,
რომ რუსეთი და ირანი განუხრელად იცავენ ბირთვული გაუვრცელებლობის თაობაზე ნაკისრ ვალდებულებებს. ბირთვული გაუვრცელებლობისა და უშიშროების საკითხებზე ითათბირეს დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გეორგი მამედოვმა და მისმა ირანელმა კოლეგამ მოჰამად ჯავად ზარიფმა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებული 1 ივლისიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფულად ჯარიმას დაკისრებს ქვეყნის იმ კომპანიებს, რომლებიც ისეთ ტექნოლოგიას მიაწვდიან არალეგალურად ირანს, რაც სამხედრო მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული. შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაში რუსეთი ეხმარება ირანს, შესაძლოა ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენოს თეირანმა.
XS
SM
MD
LG