Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებას არ დაუდანაშაულებია სომხეთის


საქართველოს ხელისუფლებას არ დაუდანაშაულებია სომხეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება სახელმწიფო ტერორიზმში.

საქართველოს ხელისუფლებას არ დაუდანაშაულებია სომხეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება სახელმწიფო ტერორიზმში.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაში, რომელიც ეხმაურება გაზეთ ”ჯორჯიან ტაიმსის” 27 მაისის ნომერში, აგრეთვე გაზეთ ”არმენიან დეილის” 1 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებს: კერძოდ, იქ გამოთქმულ მოსაზრებებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება და ოფიციალური პირები სახელმწიფოებრივ ტერორიზმში ადანაშაულებდნენ სომხეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას. როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, გაზეთ ”ჯორჯიან ტაიმსში” გამოთქმული მოსაზრება არ შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიცია.
XS
SM
MD
LG