Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშებმა, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის


მუშებმა, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის მიმდებარე შენობებში ნანგრევებს ეძებდნენ ნიუ-იორკში,

მუშებმა, რომლებიც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის მიმდებარე შენობებში ნანგრევებს ეძებდნენ ნიუ-იორკში,
ათზე მეტი ადამიანის ნარჩენები ნახეს გასულ კვირაში. 11 სექტემბერს დაღუპულთა გვამების ძებნა ათი დღის წინ დამთავრდა, როცა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის უკანასკნელი ნანგრევი იქნა გატანილი მოედნიდან, მაგრამ ზოგიერთ მიმდებარე შენობაში არ შეუმოწმებიათ. გასულ კვირაში მუშებმა დაღუპულთა ძვლები, კბილები და ნაწილებიც კი ნახეს ორი გატაცებული თვითმფრინავისა, 11 სექტემბერს რომ შეეჯახა ნიუ-იორკში ორ ცათაბჯენს. ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ნარჩენებს ქალაქის სამედიცინო ექსპერტიზას გადასცემენ ამოსაცნობად. 11 სექტემბრის ტერაქტებმა 2,800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG