Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველი


დღეს საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.

დღეს საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.
შუადღისათვის, 41 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველთაგან, ოც პროცენტზე ნაკლებს ჰქონდა საარჩევნო ყუთებში ჩაგდებული ბიულეტენები. მიმომხილველები შიშობენ, რომ ელექტორატის აპათიამ შესაძლოა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტის, ჟან-მარი ლე პენის წისქვილზე დაასხას წყალი. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ხმების უმრავლესობას, პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ახალი, ”საპრეზიდენტო უმრავლესობის კავშირი” მოიპოვებს. 577 ადგილს პარლამენტის ქვედა პალატაში, ეროვნულ ასამბლეაში – 8,000-ზე მეტი კადიდატი ეცილება ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG