Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში უმრავლესობა მემარჯვენე ცენრიტსოებმა მიიღეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა როგორც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს პალამენტში მემარჯვენე უმრავლესობა ექნება, რაც მისცემს მას საშუალებას, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საკუთარი პროგრამა გაატაროს.



მემარჯვენე ცენტრისტებმა საპალამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 9 ივნისს ჩატარდა, ხმების 44 პროცენტი მიიღეს. მემარცხენეებმა – მხოლოდ 36,4 პროცენტი. ეს კი ნიშნავს, რომ შირაკს 577 წევრიან ეროვნულ ასაბლეაში 380-დან 446-მდე მომხრე ეყოლება.

ლე პენის ანტი-იმიგრაციულმა პარტიამ, უკიდურესმა მემარჯვენე ეროვნულმა ფრონტმა მიიღო 11,3 პროცენტი. უკანასკნელ 1997 წლის არჩევნებში მან 14,9 პროცენტი მოაგროვა.

მემარჯვენე ცენტრისტების გამარჯვება ნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ მოუხდება მემარცხენე ფრთასთან ძალაუფლების განაწილება, როგორც ეს მოხა 1997 წლის არჩევნების შემდეგ, როცა შირაკი იძულებელი იყო შერიგებოდა სოციალისტ ლიონელ ჟოსპენის მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, სამუშაო კვირის 35 საათამდე შემცირებას.

კონსერვატორების გამარჯვებას მიაწერენ იმას, რომ მემარჯვენე ცენტრისტები ერთ დიდ პარტიად – “საპრეზიდენტო უმრავლესობის კავშირის” სახელით ცნობილ ძალად გაერთიანდნენ.

მაგრამ სოციალისტები საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ მემარჯვენეები ახლა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცევენ მთავრობის ყველა შტოს, მათ შორის სენატსა და საკონსტიტუციო საბჭოს – უზენაესი სასამართლოს ფრანგულ ვარიანტს ისევე, როგორც ეროვნულ ასაბლეას. ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, სოციალისტმა ლორენ ფაბიუსმა თქვა: “არჩევნები ხუთ წუთს გრძელდება, მაგრამ მისი შედეგი ხუთი წლის განმავლობაში შეიგრძნობაო”.

მისი აზრით, საჭიროა მემარცხენე ძალების გაერთიანება მემარჯვენეების გასაწონასწორებლად. მაგრამ ამის იმედები მცირეა. ანალიტიკოსების პროგნოზებით, მემარცხენე ფრთა, რომელშიც სოციალისტებთან ერთად მწვანეები და კომუნისტები შედიან, მიიღებს 127-დან 192-მდე ადგილს.

მემარცხენეების წარუმატებლობას მიაწერენ არჩევნებში სარეკროდოდ დაბალ მონაწილეობას. ამომრჩეველთა 35 პროცენტი საარჩევნო უბნებში არ მივიდა.

მეორე ტურმა, რომელიც 16 ივნისს ჩატარდება, შეიძლება სიურპრიზები მოტანოს, განსაკუთრებით, თუ მემარცხენეები შეძლებენ თავიანთი ძალების მობილიზებას. როგორც თქვა შირაკის იუსტიციის მინისტრმა დომინიკ პერბენმა, ”ფრთხილად იყავით. ეს ჯერ არ დასრულებულა. პირველი რაუნდი გულისმიმცემია, მაგრამ გადამწყვეტი მეორე რაუნდიაო.”
XS
SM
MD
LG