Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ რამსფელდის ვიზიტი პაკისტანში


ანდრო ეული, პრაღა ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სამხრეთ აზიაში სამშვიდობო მისიით მივლინებული შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი,

პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს ეთათბირა ხუთშაბათს ისლამაბადში.



ოთხშაბათს, დელიში, რამსფელდს ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ათალ ბიჰარი ვაჯპაისთან ჰქონდა მოლაპარაკება. 13 ივნისს რამსფელდი ისლამაბადში ჩავიდა და პაკისტანის პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს შეხვდა. დონალდ რამსფელდმა არაერთგზის გამოთქვა რწმენა, რომ მუშარაფი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რათა არ დაუშვას თავის ქვეყანაში ”ალ-ყაიდის” შემორჩენილი წევრები. ”ტერორიზმი ყველას, მათ შორის თქვენს მთავრობასაც უქმნის საფრთხეს”-განაცხადა კორესპონდენტებთან შეხვედრისას ისლამაბადში დონალდ რამსფელდმა.

რამსფელდთან მოლაპარაკების შემდეგ, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სათარმა თქვა, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რათა ”ალ-ყაიდის” წევრთა ადგილსამყოფელს მიაკვილიოს პაკისტანში: [აბდულ სათარის ხმა] ”პაკისტანის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა ნახოს და დააკავოს ქვეყანაში მყოფი ”ალ-ყაიდის” ნებისმიერი წევრი. მადლიერი ვართ შეერთებული შტატების უწყებებისა, რომლებიც ტერორისტების მონახვაში გვეხმარებიან”.

აბდულ სათართან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ არა აქვს ხელთ იმის სამხილი, რომ ”ალ-ყაიდის” წევრები ქაშმირში იმყოფებიან: [დონალდ რამსფელდის ხმა] ”არა მაქვს, შეერთებულ შტატებს არა აქვს სამხილი იმისა, რომ ”ალ-ყაიდა” ქაშმირშია. ჩვენ არაერთი მინიშნება მივიღეთ სხვადასხვა ადამიანებისაგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ”ალ-ყაიდა” ქაშმირში ან სხვადასხვა ადგილებში იმყოფება. ესაა სპეკულაცია, არაა დასაჯერებლი. შეუძლებელია ამის დადასტურება”.

დელიში, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯორჯ ფერნანდესმა განაცხადა, რომ მან და რამსფელდმა ”ურთიერთგაგებას მიაღწიეს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ზოგიერთი გადაუდებელი პრობლემა ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

ამასობაში, ინდოეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკანასკნელ დროს იკლო ისლამისტ სეპარატისტთა რეიდებმა ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთის კონტროლქვეშაა.
XS
SM
MD
LG