Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაიწყო ინდოეთისთვის სუ-30 მკი-ს


რუსეთმა დაიწყო ინდოეთისთვის სუ-30 მკი-ს ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლების მიწოდება.

რუსეთმა დაიწყო ინდოეთისთვის სუ-30 მკი-ს ტიპის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებლების მიწოდება.
ირკუტსკის ავიაქარხანამ პირველი ორი თვითმფრინავი შაბათს გააგზავნა ინდოეთში. 4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტის თანახმად, ამავე დროს, ინდოეთს შესაძლებლობა ექნება რუსეთის ლიცენზიით თვითონ აწარმოოს ამ მარკის თვითმფრინავები. ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს უკვე ჰყავს სუ-30-ის ტიპის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი. ახალი ვერსია სპეციალურად ინდოეთის არმიის მოთხოვნილებებისთვის შეიქმნა.
XS
SM
MD
LG