Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი რვიანის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ


დიდი რვიანის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ პალესტინელ ხალხს სჭირდება ლიდერი, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს.

დიდი რვიანის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ პალესტინელ ხალხს სჭირდება ლიდერი, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს.
ამავე დროს კანადაში მიმდინარე სამიტზე არ გაკეთებულა ღია რეკომენდაციები ხელისუფლების სათავიდან პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის მოშორების თაობაზე. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელებმა თავისუფლად უნდა აირჩიონ თავიანთი ლიდერები, მაგრამ აუცილებელია, რომ ამ ლიდერებმა უარყონ ტერორი. ევროპის კავშირმა ფინანსური დახმარება განუახლა პალესტინის ავტონომიას. დღეს გამოცხადდა, რომ ავტონომიის სამინისტროებს ხუთი მილიონი დოლარი გამოეყოფათ ისრაელის ჯარების მიერ განხორციელებული რეიდების დროს განადგურებული კომპიუტერებისა და საორგანიზაციო ტექნიკის გამოსაცვლელად.
XS
SM
MD
LG