Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქების შედეგად 19


სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში, ქალაქ სპინ ბოლაქში სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა და ათობით სხვა – დაიჭრა ტყვია-იარაღის საწყობში წუხელ მომხდარი აფეთქებების შედეგად. 15 ადამიანი, მათ შორის ავღანელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საწყობს იცავდნენ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საინფორმაციო სააგენტოები, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ საწყობს მოხვედრილმა რაკეტამ გამოიწვია აფეთქება. სხვა თვითმხილველთა მტკიცებით, ეს – უბედური შემთხვევა იყო. მათივე თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ბავშვებმა ერთ-ერთი ჭურვის დაშლა სცადეს.
XS
SM
MD
LG