Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთი


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთი კორეა ერთი მეორეს ადანაშაულებენ იმაში,

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და სამხრეთი კორეა ერთი მეორეს ადანაშაულებენ იმაში,
რომ კორეის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან, ყვეითელ ზღვაში, შეიარაღებული შეტაკება მოხდა დღეს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის კატარღებს შორის. სეულმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეის ორმა საგუშაგო ხომალდმა საზღვარი დაარღვია და სამხრეთ კორეის კატარღებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგად 4 სამხრეთ კორეელი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ერთი კატარღა – ჩაიძირა. ფხენიანმა, თავის მხრივ, უხეშ პროვოკაციაში დაადანაშაულა სეული და განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მხარემ გახსნა პირველმა ცეცხლი. სროლები 25 წუთს გაგრძელდა. ეს, ორი ქვეყნის საზღვარზე მომხდარი ყველაზე სერიოზული შეიარაღებული ინციდენტი იყო განვლილი სამი წლის მანძილზე. სამხრეთ კორეამ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები.
XS
SM
MD
LG