Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთის


ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთის კონტროლქვეშაა, დღეს მორიგი შეტაკებები მოხდა ინდოეთის ჯარსა და ისლამისტ ექსტრემისტებს შორის.

ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთის კონტროლქვეშაა, დღეს მორიგი შეტაკებები მოხდა ინდოეთის ჯარსა და ისლამისტ ექსტრემისტებს შორის.
დასავლეთის სააგენტოთა ცნობით, ინდოელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოკლეს რამდენიმე ისლამისტი მოიერიშე, რომლებიც პაკისტანიდან ცდილობდნენ ინდოეთში შესვლას. ინდოეთის მხარე აცხადებს, რომ 4 პოლიციელი დაიჭრა, როცა ისლამისტმა მოიერიშეებმა პოლიციის საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი. უკანასკნელ დღეებში კვლავ გახშირდა შეიარაღებული შეტაკებები ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში, მიუხედავად იმისა, რომ დელისა და ისლამაბადის ურთიერთობაში დაძაბულობამ რამდენადმე იკლო. ორი ქვეყნის საზღვარზე მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული. ინდოეთი აცხადებს, რომ არ გაიყვანს საზღვრიდან თავის ჯარს მანამ, ვიდრე მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ქაშმირში, მთლიანად არ შეწყდება ისლამისტ ექსტრემისტთა რეიდები.
XS
SM
MD
LG