Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქრისტოფერ სტრიტ დეის” აქცია ბერლინში


გიორგი მაისურაძე, ბერლინი 1969 წლის 27 ივნისს ნიუ იორკში, ქრისტოფერ სტრიტზე, პოლიციამ დაარბია კლუბი, რომელიც ჰომოსექსუალთა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი იყო.

სულ ორიოდე საათში პოლიციის ეს აქცია ქუჩის ბრძოლაში გადაიზარდა. ნიუ იორკის სხვადასხვა უბნიდან ათასობით ადამიანი გაემართა გრინიჩ ვილიჯში მდებარე ქრისტოფერ სტრიტისკენ, რათა პროტესტი გამოეხატა ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. იქიდან მოყოლებული, ყოველი წლის ივნისის ბოლოს ევროპისა და ამერიკის ქალაქებში ეწყობა ჰომოსექსუალთა საერთაშორისო სოლიდარობის გამომხატველი დემონსტრაციები, რომელიც “ქრისტოფერ სტრიტ დეის” სახელით არის ცნობილი. ბერლინში გამართული ამგვარი აქციის შესახებ ჩვენი იქაური კორესპონდენტი გიორგი მაისურაძე მოგვითხრობს.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG