Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამისტმა ესქსტრემისტებმა ალჟირში 13 ადამიანი


ისლამისტმა ესქსტრემისტებმა ალჟირში 13 ადამიანი მოკლეს.

ისლამისტმა ესქსტრემისტებმა ალჟირში 13 ადამიანი მოკლეს.
ალჟირის დედაქალაქის შემოგარენში ისლამისტმა ექსტრემისტებმა ავტობუსზე განახორციელეს წუხელ თავდასხმა და მოკლეს 13, ხოლო 9 ადამიანი დაჭრეს. ეს, მესამე ამგვარი შემთხვევა იყო ალჟირში განვლილი ერთი თვის მანძილზე. ხუთშაბათს, ზღვისპირა ქალაქ ბოუ ისმაილის მახლობლად ექსტრემისტებმა ავტობუსში მყოფი 2 ადამიანი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ავტობუსის 12 მგზავრი 17 დღის წინ დაიღუპა ასეთივე თავდასხმის დროს. ძალადობა ალჟირში 1992 წელს დაიწყო, როცა მთავრობამ გააუქმა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ისლამისტებს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას. მას შემდეგ, ძალადობამ, ალჟირში, 100.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG