Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში


გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში ლახდარ ბრაჰიმიმ...

გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთში ლახდარ ბრაჰიმიმ...
გაარფთხილა შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური აბდულ რაშიდ დოსტუმი, რომ გაეროსათვის მიუღებელია ეთნიკური პუშტუნების შევიწროება ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, რომლებიც დოსტუმის ძალების კონტროლქვეშაა. პუშტუნების 15-მა ლიდერმა ტელეფონით აცნობა შაბათს ლახდარ ბრაჰიმის, რომ ქალაქ მაზარ-იშარიფში მცხოვრები პუშტუნები შევიწროებას განიცდიან. პუშტუნები – ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია ავღანეთში, მაგრამ ჩრდილოეთ პროვინციებში მათ უზბეკები და ტაჯიკები სჭარბობენ, რომელთაგან ბევრი მტერს ხედავს პუშტუნებში, ვინაიდან მოძრაობა თალიბანი, ამ ეთნიკური ჯგუფით იყო ძირითადად წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG