Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დანიამ პორტუგალიისგან ექვსი თვით


დღეს დანიამ პორტუგალიისგან ექვსი თვით ჩაიბარა ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციები.

დღეს დანიამ პორტუგალიისგან ექვსი თვით ჩაიბარა ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციები.
ამ პოსტზე ყოფნისას თავის პრიორიტეტად დანია კავშირის გაფართოებას მიიჩნევს. მას დაგეგმილი აქვს მოლაპარაკების გამართვა გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებთან: კვიპროსთან, მალტასთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან და ლიტვასთან. ვარაუდობენ, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ევროპის კავშირში 2004 წელს გაწევრიანდებიან. რადიო “თავისუფლებისთვის” მოცემულ ინტერვიუში დანიის ევროპის საკითხების მინისტრმა ბერტელ ჰაარდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წინააღმდეგია ევროპის კავშირის ახალი წევრებისთვის ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის დაწესებისა. მისივე თქმით, დანია და შვეცია მზად არიან, ეს ქვეყნები დაუყოვნებლივ დაუშვან თავიანთ შრომის ბაზრებზე. ანალოგიური პოზიცია უკავიათ ფინეთსა და ჰოლანდიას.
XS
SM
MD
LG