Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ცნობით, ბელორუსია კვლავ ცდილობს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანდეს,

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ცნობით, ბელორუსია კვლავ ცდილობს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანდეს,
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო ამის წინააღმდეგია. როგორც ეუთოს წარმომადგენელმა რადიო “თავისუფლებას” განუცხადა, ბელორუსიის ეროვნული ასამბლეის ოთხი წევრი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სხდომაში, რომელიც 6-7 ივლისს, ბერლინში გაიმართება. ეუთოს წარმომადგენლის თქმით, ბელორუსიის პარლამენტი ასამბლეის სრულუფლებიან წევრად ჩაითვლება, თუ სხდომაში ამ ქვეყნის დელეგატების მონაწილეობას მოწინააღმდეგეები არ გამოუჩნდა. საპარლამენტო ასამბლეა უარს აცხადებს თავის რიგებში ბელორუსიის პარლამენტის მიღებაზე მას შემდეგ, რაც 1996 წელს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი დაშალა.
XS
SM
MD
LG