Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰაჯი აბდულ კადირი


ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰაჯი აბდულ კადირი დღეს მშობლიურ ქალაქ ჯალალაბადში დაკრძალეს. გარდამავალი პერიოდის მთავრობამ პირობა დადო,

ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰაჯი აბდულ კადირი დღეს მშობლიურ ქალაქ ჯალალაბადში დაკრძალეს. გარდამავალი პერიოდის მთავრობამ პირობა დადო,
რომ შეიპყრობს მის მკვლელებს. ათასობით ადამიანმა უკანასკნელი პატივი მიაგო კადირს, რომელიც გუშინ ქაბულში მოკლეს. ხოლო ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, რომელიც დღეს ქაბულში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ შესაძლოა უცხოეთს სთხოვოს დახმარება, თუ ადგილობრივი კომისია ვერ შეძლებს მკვლელების ვინაობის დადგენას. როგორც კარზაიმ აღნიშნა: ”თუ ჩვენს მიერ დანიშნული კომისია, ან ექსპერტები სიმართლეს ვერ დაადგენენ, უთუოდ მივემხრობი უცხოელი ექსპერტების მოწვევას, რათა ისინი დაეხმარონ ავღანეთს კადირის მკვლელების მიკვლევასა და დაპატიმრებაში.” დღესვე რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა შეერთებული შტატების ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, რომ როგორც კადირის მკვლელობა ცხადჰყოფს, აუცილებელია შეერთებული შტატების როლის გაზრდა ავღანეთში, რათა გარდამავალ პერიოდის მთავრობას შეექმნას სამუშაო პირობები ქვეყანაში სტაბილიზაციის მისაღწევად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ამერიკელი გენრალი დან მაკნეილი დღეს ურუზგანის პროვინციის სოფელ კაკარაკს ეწვია გუბერნატორ იან მოჰამედ ხანთან შესახვედრად. კაკარაკი ის ადგილია, სადაც ამერიკული თვითმფრინავების მიერ შეცდომით განხორციელებულმა თავდასხმამ გასულ კვირაში ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გენერალ მაკნეილის თქმით, გუბერნატორმა შეერთებულ შტატებს რეგიონში სამხედრო მოსამსახურეების განთავსება სთხოვა.
XS
SM
MD
LG