Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და ნატოს ურთიერთობა ახალ


უკრაინისა და ნატოს ურთიერთობა ახალ, დინამიკურ ფაზაში შედის, თუმცა ამჟამად საუბარი არ არის ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანებაზე

უკრაინისა და ნატოს ურთიერთობა ახალ, დინამიკურ ფაზაში შედის, თუმცა ამჟამად საუბარი არ არის ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანებაზე
– განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა, რომელიც სტუმრად იმყოფება კიევში. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა პირველად ამ ორი თვის წინათ განაცხადეს, რომ ნატოში გაწევრიანებას ესწრაფიან. 1997 წლიდან უკრაინა მონაწილეობს ნატოს პროგრამაში “პარტნიორობა მშვიდობისთვის”. დღეს, უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის ფარგლებში, ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი უკრაინის მიერ ალიანსის ოპერაციების მხარდაჭერის შესახებ. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
XS
SM
MD
LG