Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრ ისმაილ


თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრ ისმაილ ჯემისა და ეკონომიკის მინისტრ ქემალ დერვისის გადადგომამ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი.

თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრ ისმაილ ჯემისა და ეკონომიკის მინისტრ ქემალ დერვისის გადადგომამ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი.
თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ დერვისმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ბულენტ ეჯევითისა და პრეზიდენტ აჰმეტ ნეჩდეტ სეზერის თხოვნით. როგორც ტელეარხი NTV იუწყება, ეჯევითი მეტად კმაყოფილია ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, დარჩეს თანამდებობაზე. ამასთან, ეჯევითმა მის მემარცხენე დემოკრატიულ პარტიაში დაბრუნებისაკენ მოუწოდა დეპუტატებს, რომლებიც მთავრობიდან წავიდნენ. მიმდინარე კვირაში ეჯევითის პარტია 6 მინისტრმა და 40-ზე მეტმა პარლამენტარმა მიატოვა. ამასობაში თვით ეჯევითს სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ გადადგომის, ანუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისაკენ. კრიზისის მიზეზი გახდა შეშფოთება ეჯევითის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 77 წლის პრემიერ-მინისტრი 2 თვეა ავადმყოფობს.
XS
SM
MD
LG