Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იასირ არაფატი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას


იასირ არაფატი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის შესაჩერებლად.

იასირ არაფატი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს, ახლო აღმოსავლეთში ძალადობის შესაჩერებლად.
პალესტინელთა ლიდერმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში დაგმო ტერორიზმი როგორც ისრაელი, ისე პალესტინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ: [არაფატის ხმა] "ამ მოწოდებით მივმართავ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას და ვთხოვ მას დახმარებას, სწრაფად ამოქმედებას, რათა წერტილი დაესვას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას, ხალხის ტანჯვასა და დამცირებას”. დღესვე განცხადება გააკეთა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა, რომლის თქმით, ის ფიქრობს, რომ პალესტინელების უმრავლესობას მშვიდობა სურს. პერესი დღეს კოპენჰაგენში შეხვდა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ პერ სტიგ მოელერს. დანია, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, გამოდის ინიციატივით, რომ ერთგვარმა ”დიპლომატიურმა კვარტეტმა” შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გაეროსა და რუსეთის მონაწილეობით მოაწყოს მიცრემასშტაბიანი შეხვედრების სერია, რომელიც გზას გაუკაფავს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას.
XS
SM
MD
LG