Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება გამოძალვაში მხილებულ პოლიციელთა დასჯას არ ჩქარობს


სოზარ სუბელიანი, თბილისი გადაცემა “60 წუთის” ერთ-ერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათლად ჩანდა, თუ როგორ ცდილობდნენ საგარეჯოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტში,

რომ ფული გამოეძალათ საგარეჯოელ დავით თედიაშვილისთვის. გადაცემის შემდეგ დეპარტამენტის უფროსი თემურ მანსურაშვილი და ამავე დეპარტამენტის გამომძიებელი მამუკა ჯიქურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ, თუმცა თედიაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე მაინც არ შეწყდა. ბრალდება, რომელიც თედიაშვილს აქვს წაყენებული, ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ერთადერთი, რაშიც მას შეიძლება გამოძიება გამოედავოს, საფანტის პისტოლეტის გამოყენებაა, რომელიც, შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას არ მიეკუთვნება.


მიუხედავად იმისა, რომ “60 წუთის” ჟურნალისტურ გამოძიებას მაშინვე მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის რეაგირება, დავით თედიაშვილზე ზეწოლა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. მოკლედ შეგახსენებთ გადაცემის შინაარსს: 17 მაისს საგარეჯოში მომხდარი ჩხუბის დროს დავით თედიაშვილმა საფანტის პისტოლეტი გამოიყენა. საფანტი ფეხში მოხვდა მიხეილ გაბაშვილს, რომელსაც ექსპერტიზამ დაუდგინა “სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად”. რადგან ამ დასკვნის საფუძველზე თედიაშვილთან გამოდავება ძნელი აღმოჩნდა, საგარეჯოს საგამოძიებო დეპარტამენტმა აქცენტი იარაღის უკანონო ტარებაზე გააკეთა და თედიაშვილისგან ფულის გამოძალვა სცადა: [დავით თედიაშვილის ხმა] “დამიწყო ამ საგამოძიებო დეპარტამენტმა იარაღზე – რომ ამ იარაღზე არსებობს 5-დან 10 წლამდე მუხლი და ასეთი რაღაცეები”. [სტილი დაცულია]
1_

დეპარტამენტის უფროს თემურ მანსურაშვილს და გამომძიებელ მამუკა ჯიქურაშვილს ერთადერთი მიზანი ჰქონდათ – ფული გამოეძალათ თედიაშვილისთვის: [დავით თედიაშვილის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“გამხადეს იძულებული – სამ დღეში ერთხელ, ოთხ დღეში ერთხელ მოდიოდნენ – ფული, ფული – საიდან მიმეცა? ნაღდად, არა მქონდა…”
-
“ეს ორნი მოდიოდნენ?”
-
“ჯიქურაშვილი მოდიოდა, მანსურაშვილი თავს არ იწუხებდა, ის უფროსია... შუაკაცის მოვალეობას ასრულებდა, პრინციპში, ეს ჯიქურაშვილი, სიტუაციას ხომ ვუყურებდი… ავდექი და გადმოვედი თბილისში – ქირით ავიღე ბინა, მაღაზია და აქ გავაგრძელე საქმიანობა. იქ რაცა მქონდა, ეგრევე დავტოვე, დღესაც ისე არის ეს მაღაზია…”
[სტილი დაცულია]

თედიაშვილი საგარეჯოში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “ჯეოსელის” დილერი იყო. პოლიციამ იგი იძულებული გახადა, სახლიც მიეტოვებინა და საქმეც, მაგრამ მათგან თავის დაღწევა მაინც ვერ მოახერხა: [დავით თედიაშვილის ხმა] “არ იცოდა, თბილისში სად ვიყავი, ესეც გაიგო, მოვიდა და აქ დამიწყო ჩალიჩი ფულზე. მერე დედაჩემი ჩავაგზავნე რამდენჯერმე და დედაჩემმა უთხრა: აი, ბინასა ვყიდით საგარეჯოში, უკვე კლიენტი გვყავს, ბეს ავიღებთ და თანხას გადავიხდით-მეთქი. რომ გაიგეს, ბინასა ვყიდითო, 800-იდან ავიდნენ 2500 დოლარზე. “პახოდუ”, საქმე აღძრეს, რა, ჩემზე… 17 სექტემბერს, მე რომ თბილისში წამოვედი და უკვე ვეღარა მხედავდნენ, 236 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილით აღმიძრეს საქმე – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, დამზადება და, რა ვიცი, ათას რაღაცას ითვალისწინებს.” [სტილი დაცულია]

ხსენებული მუხლი ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შემდეგ თედიაშვილი “60 წუთს” დაუკავშირდა, გამოძიებამ კი, პასუხად, მასზე ძებნა გამოაცხადა. თედიაშვილი თავად ჩაბარდა გამოძიებას, რომელმაც დაუყოვნებლივ დააკავა იგი, საგარეჯოს რაიონულმა მოსამართლემ მიხეილ გორგილაძემ კი მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთკვირიანი პატიმრობის შემდეგ საოლქო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს დადგენილება და თედიაშვილი გაათავისუფლა, ტელეგადაცემის შემდეგ კი მანსურაშვილიც და ჯიქურაშვილიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მათი საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა, პარალელურად, კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა თედიაშვილზე: მისი საქმე გამოსაძიებლად თელავის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელს გოგი პასიკაშვილს გადაეგზავნა, საქმეში კი ახალი მოწმე, რამაზ წივილაშვილი, გამოჩნდა, რომელსაც, თითქოს, თედიაშვილმა იმავე იარაღიდან ესროლა და რომელმაც ამის დამადასტურებელი ექსპერტიზის ცნობაც წარმოადგინა: [დავით თედიაშვილის ხმა] “ექსპერტიზის ცნობა აქვს, რომ იგივე – მსუბუქი დაზიანება აქვს. ამ დროს პასიკაშვილი ამასთან მიდის და ორჯერ ანიშნინებს ხელახალ ექსპერტიზას, რომ ან ნაკლებად მძიმე, ან მძიმე ჩაუწერონ. ხომ ხვდები, რომ არაფერი გამოსდით, რომ დამიჭირონ – თვითონვე ხვდება, რომ ამ იარაღზე ვერ დამიჭერს და უნდა, რამენაირად დაამძიმოს ეს საქმე. ექსპერტიზა ორჯერვე აძლევს პასუხს, რომ მსუბუქია.” [სტილი დაცულია]

10 ივლისს საგამოძიებო ვადა ამოიწურა და საქმე სამხარეო პოლიციაში გადაიგზავნა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში იმდენჯერ დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა, რომ, მათზე სათანადო რეაგირების შემთხვევაში, რამდენიმე ათეულ კაცს მოუწევს სამართალდამცავი სტრუქტურების დატოვება.
XS
SM
MD
LG