Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს


გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ჩრდილოეთ ჩეჩნეთში ლტოლვილთა 2 ბანაკის დახურვის გამო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ჩრდილოეთ ჩეჩნეთში ლტოლვილთა 2 ბანაკის დახურვის გამო.
როგორც ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პრეს-მდივანმა კრის იანოვსკიმ განაცხადა, ზნამენსკოეში ბანაკის დახურვამ დაახლოებით 2200 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა.იანოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილნაცვალი პირების შინ ნებაყოფლობით დაბრუნება. მისივე თქმით, გაერო რუსეთის მთავრობასთან მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
დღესვე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აბდულ-ხაკიმ სულტიგოვი დანიშნა რუსეთის წარმომადგენლად ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში.
XS
SM
MD
LG