Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, ჰამიდ კარზაის ერთ-ერთი მოადგილის,

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, ჰამიდ კარზაის ერთ-ერთი მოადგილის,
აბდულ ყადირის მკვლელობის გამოძიება – ჭიანურდება, და ჯერჯერობით არ მოჰყოლია არანაირი შედეგი. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ამის შესახებ ”რეიტერის” სააგენტოს განუცხადა. მისივე თქმით, გამოძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აბდულ ყადირი 6 ივლისს მოკლეს ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა. პოლიციამ იმავე დღეს 12 ადამიანი, მათ შორის ყადირის პირადი მცველები დააკავა. თუმცა, დაკავებულთაგან, როგორც ჩანს, არცერთი არაა ამ მკვლელობასთან უშუალოდ დაკავშირებული. ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ თუ მიმდინარე გამოძიება შედეგს არ გამოიღებს, მაშინ გაეროს მიმართავს დახმარების თხოვნით.
XS
SM
MD
LG