Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი, რუსეთი, საფრანგეთი და ბოსნია


ევროკავშირი, რუსეთი, საფრანგეთი და ბოსნია მიესალმნენ კომპრომისულ შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და გაეროს უშიშროების

ევროკავშირი, რუსეთი, საფრანგეთი და ბოსნია მიესალმნენ კომპრომისულ შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და გაეროს უშიშროების
საბჭოს შორის, რამაც, ყოველ შემთხვევაში დროებით, წერტილი დაუსვა მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების თაობაზე აღძრულ უთანხმოებას. როგორც შეთანხმებაშია ნათქვამი, ტრიბუნალმა, სულ ცოტა 1 წლის განმავლობაში, არ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ამერიკელი, აგრეთვე იმ ქვეყნების მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებსაც არ მოუხდენიათ მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალის დამფუძნებელი ხელშეკრულების რატიფიკაცია. შეერთებულმა შტატებმა, თავის მხრივ, ბოსნიაში გაეროს სამშვიდობო მისიის მანდატის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დანიამ განაცხადა, რომ გაეროში მიღწეული შეთანხმება არ შეაფერხებს მუდმიმოქმედი ტრიბუნალის საქმიანობას, და თანაც გაეროს სამშვიდობო ოპერაციების გაგრძელებას შეუწყობს ხელს. ხოლო გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰერტა დობლერ-გმელინმა და კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში პოლ ჰაინბეკერმა გააკრიტიკეს ხსენებული გარიგება, ვინაიდან მასში ორმაგი სტანდარტის მიდგომას ხედავენ.
XS
SM
MD
LG