Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის


ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ბარამიძის განცხადებით,

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის გიორგი ბარამიძის განცხადებით,
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი “დღეს, როგორც, არასდროს”, მზად არის, ორგანიზაციაში ახალი წევრები მიიღოს, მათ შორის საქართველო. გასულ კვირაში ბარამიძე იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გამართა ნატოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ნატოს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს ელჩებთან და სამხედრო შტაბის წარმომადგენლებთან. პრაიმ ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ბარამიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საქართველო ესწრაფის ნატოში გაწევრიანებას, რადგან ამ ალიანსში ქვეყანა “თავს უფრო დაფასებულად და უსაფრთხოდ იგრძნობს”. ბარამიძის თქმით, გამორიცხული არ არის, მიმდინარე წელს ნატომ საქართველოში თავისი წარმომადგენლობა გახსნას.
XS
SM
MD
LG