Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში შეკრებილმა პოლიტიკურმა


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში შეკრებილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს,

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში შეკრებილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს,
დაჩქარდეს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მომზადება და გაფორმება. შეხვედრაზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, პარტიები საჭიროდ მიიჩნევენ “სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტის განხილვის დაჩქარებას, რათა მოხდეს კანონპროექტის შეტანა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო რელიგიური შუღლისა და განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, აღნიშნულია დოკუმენტში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ედპ-ის, ტრადიციონალისტთა კავშირის, მოქალაქეთა კავშირის, სახალხო ფრონტისა და ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსის წევრები, აგრეთვე საპატრიარქოსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი.
XS
SM
MD
LG