Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ გადააცილა თურქი მესხების რეპატრიაციის


საქართველომ გადააცილა თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების ვადას, მაგრამ ევროპის საბჭო მისგან არ მოითხოვს ამ პროცესის ფორსირებას.

საქართველომ გადააცილა თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების ვადას, მაგრამ ევროპის საბჭო მისგან არ მოითხოვს ამ პროცესის ფორსირებას.
ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა. საქართველომ 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას რამდენიმე პირობის შესრულება ივალდებულა, მათ შორის იყო 1944 წელს მესხეთიდან შუა აზიაში დეპორტირებულთა რეპატრიაცია. ამასთან, საქართველოს 2001 წელს უნდა მიეღო კანონი თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ. როგორც ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება, ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად არა მარტო პარლამენტში, არამედ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც მუშაობენ ამ საკითხის შესახებ კანონპროექტზე. მინისტრი ფიქრობს, რომ თურქი მესხების რეპატრიაციის პრობლემის ნაჩქარევად გადაწყვეტა არასწორი იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია ვალდებულებების შესრულება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მინისტრის აზრით, ეს ორი მიდგომა აბსოლუტურად შეთავსებადია და საქართველომ ამ მხრივ ევროსაბჭოში მხარდაჭერა მიიღო.
XS
SM
MD
LG