Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიცია იუწყება, რომ დააკავა


საბერძნეთის პოლიცია იუწყება, რომ დააკავა ტერორისტული დაჯგუფება ”17 ნოემბრის” წევრობაში ეჭვმიტანილი 4 მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის მეთაურია.

საბერძნეთის პოლიცია იუწყება, რომ დააკავა ტერორისტული დაჯგუფება ”17 ნოემბრის” წევრობაში ეჭვმიტანილი 4 მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის მეთაურია.
რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ამ ორგანიზაციის მეთაურია. საბერძნეთის პოლიციის მეთაურის, ფოტის ნასიაკოსის განცხადებით, სამმა ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ორგანიზაცია ”17 ნოემბრის” დავალებით 1984 წლიდან ახორციელებდა სხვადასხვა თავდასხმას: მათ შორის იყო მკვლელობები და ბანკის გაძარცვის შემთხვევები. ასევე პოლიციის განცხადებით, 55 წლის ალექსანდროს გიატოპულოსი, რომელიც გუშინ საბერძნეთის კუნძულ ლიპსოსზე შეიპყრეს, ჯგუფის ტერორისტული საქმიანობის მთავარ ორგანიზატორად ითვლება. სახელწოდება ”17 ნოემბერი” აღნიშნავს საბერძნეთში 1967 წლის სამხედრო გადატრიალების დღეს. ხუნტა 1974 წლამდე იდგა ხელისუფლების სათავეში. ხოლო 80-ანი წლებიდან დაჯგუფება ”17 ნოემბერი” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ”ტერორისტული დაჯგუფებების სიაშია” შეტანილი. ”17 ნოემბერს” ნაკისრი აქვს 20-ზე მეტი მკვლელობის პასუხისმგებლობა. მის მსხვერპლთა შორის არიან 4 ამერიკელი ოფიციალური პირი, 2 თურქი დიპლომატი, ბერძენი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.
XS
SM
MD
LG