Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ


საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გაუგზავნა წერილი,

საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ შარაძემ აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს გაუგზავნა წერილი,
რომელშიც თბილისში ამ ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რიჩარდ მაილსის გაწვევას ითხოვს. წერილის თანახმად, “მაილსი, როგორც დიპლომატი და პოლიტიკოსი, თავისი მოღვაწეობით აძულებს საქართველოს და მის მოსახლეობას აშშ-ის საუკეთესო დემოკრატიულ პრინციპებსა და იდეალებს, და ჩრდილს აყენებს აშშ-სა და საქართველოს შორის დამყარებულ ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების საუკეთესო ტრადიციებს”. დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე შარაძემ მაილსი “ტენდენციურობაში, არაკორექტულობასა და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში” დაადანაშაულა. შარაძის თქმით, ელჩმა უგულებელყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ორი ფრაქციის თხოვნა პარლამენტში მისვლის თაობაზე, რათა მას დეპუტატებისგან მიეღო ინფორმაცია რელიგიური და ადამიანის უფლებების საკითხებზე. შარაძე აღშფოთებულია იმით, რომ პარლამენტარებთან სასაუბროდ ელჩს დრო არ ჰყოფნის, თუმცა მან გამონახა დრო არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრებთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG