Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტარმა გურამ შარაძემ ვაკე-საბურთალოს


დღეს პარლამენტარმა გურამ შარაძემ ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში, ცილისწამებისთვის, სარჩელი შეიტანა

დღეს პარლამენტარმა გურამ შარაძემ ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში, ცილისწამებისთვის, სარჩელი შეიტანა
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წინააღმდეგ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შარაძემ განაცხადა, ამ რამდენიმე კვირის წინათ, სატელევიზიო ტელედებატებისას “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელმა ლევან რამიშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. რამიშვილის თქმით, შარაძე ქვეყანაში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს აღვივებს. ამასთან, “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრმა ივარაუდა, რომ თავის დროზე შარაძე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობდა.
XS
SM
MD
LG