Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ქალაქ დეტროიტში, აეროპორტ მიჩიგანის


ამერიკის ქალაქ დეტროიტში, აეროპორტ მიჩიგანის საბაჟოს თანამშრომლებმა დააკავეს იორდანიაში დაბადებული მოქალაქე,

ამერიკის ქალაქ დეტროიტში, აეროპორტ მიჩიგანის საბაჟოს თანამშრომლებმა დააკავეს იორდანიაში დაბადებული მოქალაქე,
რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” კავშირშია ეჭვმიტანილი. ცნობა ამის შესახებ დღეს გამოაქვეყნა გაზეთმა ”ვაშინგტონ პოსტმა”. ომარ შიშანი ოთხშაბათს დააკავეს, როცა ინდონეზიიდან დეტროიტში ჩაფრინდა. საბაჟოს თანამშრომლებმა მას ყალბი საბანკო ჩეკები და 12 მილიონი დოლარი ჩამოართვეს. ამერიკის სადაზვერვო უწყების მონაცემებით, შიშანი ”ალ-ყაიდის” საწვრთნელ ბანაკებში გადიოდა მომზადებას, ავღანეთში. მიღებულია ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ალ-ყაიდისა” და თალიბების ასობით მებრძოლი, რომლებმაც მოახერხეს ავღანეთიდან გაქცევა, ინდონეზიაში იმალება.
XS
SM
MD
LG