Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1500-დე ადამიანი დაესწრო დღეს საპროტესტო


1500-დე ადამიანი დაესწრო დღეს საპროტესტო მიტინგს ბაქოში,

1500-დე ადამიანი დაესწრო დღეს საპროტესტო მიტინგს ბაქოში,
რომლის მონაწილენი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის გადადგომას მოითხოვდნენ. მიტინგზე, აზერბაიჯანის ოპოზიციური, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა წაიკითხა რეზოლუცია რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოწყობის შესახებ. ალიევმა ამ კვირაში უარყო შეერთებული შტატების წინადადება, რომ გადადებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე აზერბაიჯანში მომავალი თვისათვის დანიშნული ეროვნული რეფერენდუმი. ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი, 24 აგვისტოს გაიმართება.
XS
SM
MD
LG