Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სამხედრო


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სამხედრო მართვის ცენტრში,

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სამხედრო მართვის ცენტრში,
რომელიც ოთხშაბათს გაიხსნა გენშტაბის შენობაში, “წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამის ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ქართველი ოფიცრების მოსამზადებელი სამეთაურო-საშტაბო სწავლებების ერთ-ერთი ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელ ინსტრუქტორთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კაპიტანმა კელი სმიტმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ეტაპი არის შემაჯამებელი და თავისებური გამოცდა იმ 70 ქართველი ოფიცრისთვის, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ამერიკელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ბაზაზე მომზადება გაიარეს. კელი სმიტის თქმით, ქართველ ოფიცრებს საშუალება ექნებათ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით გახდნენ საბრძოლო მოქმედებების იმიტაციის მონაწილენი, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალობასთან, რათა დამუშავდეს კრიტიკულ სიტუაციებში აუცილებელი ქმედებები.

XS
SM
MD
LG