Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დღეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დღეს კაბინეტის მინისტრებს შეხვდა პალესტინელებთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის თაობაზე მოსათათბირებლად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დღეს კაბინეტის მინისტრებს შეხვდა პალესტინელებთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის თაობაზე მოსათათბირებლად.
შარონი შეხვდა საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს. ისრაელის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ გუშინ ღაზაში განხორციელებული რეიდისთვის, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, რეიდი ვერ განხორციელდა წინაწარ დაგეგმილი სცენარით. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დანიელ ტაუბმა თქვა, რომ სადაზვერვო ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რამაც სამოქალაქო პირთა სიკვდილი გამოიწვია. დღეს არაბულმა ქვეყნებმა მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ისრაელის მიერ ღაზაში სამოქალაქო პირთა მოკვლასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG