Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მინისტრებმა ადგილობრივ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მინისტრებმა ადგილობრივ საველე მეთაურებს მოუწოდეს, სცნონ ცენტრალური მთავრობა

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მინისტრებმა ადგილობრივ საველე მეთაურებს მოუწოდეს, სცნონ ცენტრალური მთავრობა
და ჩააბარონ იარაღი. დღეს ქაბულში, საველე მეთაურებთან შეხვედრაზე, იუსტიციის მინისტრმა აბდულ ქარიმიმ განაცხადა, რომ კანონმორჩილება ქვეყნის ერთიანობის მიღწევის ერთადერთი გზაა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაჯ მოჰამად ვარდაკმა აღნიშნა, რომ ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობის გადაწყვეტილებებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს, რადგან ეს მთავრობა სრულიად ავღანეთის საერთო კრებამ – ლოია ჯირგამ აირჩია. ქაბულში გამართულ შეხვედრაში მთელი ქვეყნის რამდენიმე ასეულმა საველე მეთაურმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG