Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის


ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ ბაიდენი

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯოზეფ ბაიდენი
მოუწოდებს პრეზიდენტ ბუშს – კარგად აწონ-დაწონოს ერაყთან შეიარაღებული კონფლიქტის მოსალოდნელი შედეგები. გამოვიდა რა სიტყვით თავის კომიტეტში, სადაც დღეს მოსმენები დაიწყო ერაყის საკითხზე, სენატორმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ამერიკის ჯარი სადამ ჰუსეინის რეჟიმს დაამხობს, შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების მონაცვლეობა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ერაყი აღმოჩნდება ქაოსში. ასეთი შედეგი ტრაგედია იქნება ყველასთვის-დასძინა ჯოზეფ ბაიდენმა. მოსმენებზე ჩვენებებით გამოდიან: გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რიჩარდ ბატლერი, საერთაშორისო უშიშროების საკითხებში ცნობლი ექსპერტები, აგრეთვე ბირთვული შეიარაღების ერაყელი სპეციალისტი, რომელიც ამას წინათ დასავლეთში დარჩა.
XS
SM
MD
LG