Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯორჯ ბუშმა


იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯორჯ ბუშმა დღეს დაადასტურა თავისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ხელისუფლებას ჩამოაცილოს

იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯორჯ ბუშმა დღეს დაადასტურა თავისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ხელისუფლებას ჩამოაცილოს
ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. ამასთან, ბუშის სიტყვებით, სამხედრო ძალა ამ მიზნის მისაღწევი ერთადერთი გზა არ არის. როგორც ბუშმა აღნიშნა, [ბუშის ხმა] ”ჩვენი მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ერაყში რეჟიმის შეცვლა იმის გამო, რომ სადამ ჰუსეინი წამლავს საკუთარ ხალხს, ემუქრება მეზობლებს და ქმნის მასობრივი განადგურების იარაღს”. ამ საკითხს ბუში თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან მოკლე საუბარში შეეხო. ხოლო აბდულამ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ”ცოტა არ იყოს, სასაცილო” იქნებოდა შეერთებული შტატების ამოქმედება ერაყის წინააღმდეგ, ვიდრე ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტს განმუხტვის ნიშანი არ ეტყობა.
XS
SM
MD
LG