Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს პრესმდივნის განცხადებით, ერაყის წინადადება


გაეროს პრესმდივნის განცხადებით, ერაყის წინადადება გაეროს განიარაღების მთავარ ექსპერტთან ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ არ აკმაყოფილებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

გაეროს პრესმდივნის განცხადებით, ერაყის წინადადება გაეროს განიარაღების მთავარ ექსპერტთან ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ არ აკმაყოფილებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
როგორც პრესმდივანმა ფრედ ეკჰარდმა დღეს აღნიშნა, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მიესალმება ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ ნაჯი საბრის ინიციატივას ბაღდადში გაეროს განიარაღების ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელ ჰანს ბლიქსთან მოლაპარაკების განახლების შესახებ. მაგრამ ანანმა მოლაპარაკების პროცედურის შესახებ ჯერ უშიშროების საბჭოს წევრებთან უნდა იმსჯელოს. აქამდე ერაყის ინიციატივას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. შეერთებული შტატები და ბრიტანეთი სკეპტიკურად არიან განწყობილი, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ერაყის ამ ნაბიჯს. ამასობაში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივანმა შონ მეკკორმაკმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავინდებურად ემხრობა ერაყის პრეზიდენტის გადაყენებას და ეს – ერაყში განიარაღების ექსპერტთა საქმიანობისაგან დამოუკიდებელი საკითხია.
XS
SM
MD
LG