Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მაშველები


აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მაშველები განაგრძობენ გადარჩენილთა ძებნას ნანგრევებში,

აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში მაშველები განაგრძობენ გადარჩენილთა ძებნას ნანგრევებში,
სადაც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად სულ ცოტა 26 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 80 – დაიჭრა. აფეთქების მიზეზი ჯერაც არაა დადგენილი. აფეთქება მოხდა შენობასთან, რომელშიც მშენებლობის საქმეთა არასამთავრობო უწყება იყო განთავსებული. როგორც ამ უწყების ხელმძღვანელმა მოჰამად ქარიმმა განუცხადა ავღანეთის ისლამური პრესის სააგენტოს, შენობაში ინახებოდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც გზების მშენებლობის დროს იყენებენ, და აფეთქება, როგორც ჩანს, მუშების დაუდევრობამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG