Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობამ განაცხადა


გერმანიის მთავრობამ განაცხადა,

გერმანიის მთავრობამ განაცხადა,
რომ უკანასკნელ დღეებში მომხდარი უჩვეულო წყალდიდობით გამოწვეული ზარალი ბევრად აღემატება წინასწარი შეფასების მაჩვენებელს. გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრის რენატა კიუნასტის მონაცემებით, ”კატასტროფული ვითარებაა” 16 ფედერალურ მხარეში, სადაც მთლიანად განადგურდა მარცვლეულის მოსავალი. კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ მთავრობა ასი მილიონი ევროს შეღავათიან სესხს გამოუყოფს ფერმერებს. მდინარე ელბაში, წყლის დონემ, ქალაქ დრეზდენის რაიონში, 6 მეტრით მოიმატა და ქალაქის ცენტრალური უბნები დატბორა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა მთლიანად ბავარიის ქალაქი პასაუ, ავსტრიის საზღვართან, სადაც წყლის დონე დუნაიში 10 მეტრითაა აწეული. ბუნებრივმა სტიქიამ, გერმანიაში 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავსტრიაში, 7-ია დაღუპული. დღეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში.
XS
SM
MD
LG