Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ირლანდიაში სასამართლო პროცესი


აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ირლანდიაში სასამართლო პროცესი მოიგო

აზერბაიჯანელმა სტუდენტმა ირლანდიაში სასამართლო პროცესი მოიგო

აზერბაიჯანელმა სტუდენტმა, რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, ირლანდიაში აღძრული პირველი სასამართლო პროცესი მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ბარის ადმინისტრაციამ, დუბლინში, 1500 ევრო უნდა გადაუხადოს 33-წლის საიათ საიათის მისი მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევისთვის. ბარის მცველმა უარი უთხრა შეშვებაზე საიათის, იმ საბაბით, რომ მას არ ჰქონდა პასპორტი, თუმცაღა აზერბაიჯანელმა თავისი სტუდენტური ბილეთი უჩვენა. საიათიმ, დარწმუნებულმა იმაში, რომ ბარში იგი სულ სხვა მოსაზრებით არ შეუშვეს, სასამართლოს მიმართა. რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონი ირლანდიაში 2000 წელს მიიღეს.
XS
SM
MD
LG